17:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 16:17:08, 779 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხუთი პრინციპი წარუდგინა

აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხუთი პრინციპი წარუდგინა . - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნისა და დელიმიტაციის თემები. 

„სრული ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, იქნება თუ არა სომხეთის მხრიდან რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ შეხვედრაზე ან თუ მათ დამატებითი დრო დასჭირდებათ. თუმცა, ზოგადად არის რამდენიმე მიმართულება, რომელთაგან თითოეული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა წინ წავიწიოთ. ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნის, დელიმიტაციის თემები. აზერბაიჯანმა წარადგინა უკვე ცნობილი პრინციპები და ხელს უწყობს ამ მიმართულებით მუშაობას“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics