13:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 12:07:16, 1065 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - ლუგანსკში უკრაინელები წინსვლას აგრძელებენ, დამპყრობლები სწრაფად აშენებენ თავდაცვის სისტემას

ლუგანსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას, დამპყრობლები ცდილობენ სწრაფად შექმნან მრავალ ფენიანი თავდაცვის სისტემა, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

გაიდაიმ დასძინა, რომ ლუგანსკის რეგიონში მობილიზებული რუსების გარკვეულ რაოდენობას აქვს საბრძოლო გამოცდილება. ეს კატეგორია პირველ ხაზზეა გადაყრილი.

ასევე, მისი თქმით, დამპყრობლების ნაწილი იმალება კერძო სახლებში, რათა დაჯდეს ან შემდეგ ჩაბარდეს და სახლში წავიდეს რუსეთის ფედერაციაში.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაციის დაწყების შესახებ. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინულმა ძალებმა 7 დასახლება გაათავისუფლეს.

11 ოქტომბერს გაიდაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის არმიის წინსვლა ლუგანსკის რეგიონში გაგრძელდება , მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ხარკოვის რეგიონში, რადგან რუსულ ჯარებს მომზადების დრო ჰქონდათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics