14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 12:29:20, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
აფეთქებებია ლვოვში - დაიხურა სკოლები, გათიშულია განათება და მობილური კავშირი

უკრაინის ქალაქ ლვოვში რამდენიმე აფეთქება გაისმა და ქალაქის ზოგიერთ რაიონში განათება ჩაქრა.

როგორც ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რუსების მასიური თავდასხმების გამო , მობილურ კავშირში შეფერხებები იყო.

გარდა ამისა, სადოვოის თქმით, დღეს ლვოვის სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება. 

„ქალაქში მობილურ კავშირში შეფერხებები დროებითია.ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics