2022-10-05 17:17:43, 1360 ნახვა
მსოფლიო
პუტინის საჩუქარი კადიროვს - ჩეჩნეთის ლიდერს რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც კადიროვი საკუთარ ტელეგრამის არხზე წერს, ვლადიმერ პუტინმა მას პირადად შეატყობინა და მიულოცა.
„მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კარგი ამბავი. რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. განკარგულება გამოიცა 709 ნომრით. ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმროვიჩმა პირადად შემატყობინა და მომილოცა“, - წერს კადიროვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,