19:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 15:41:42, 1055 ნახვა

მსოფლიო
The Times - პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნული ნაბიჯით აპირებს, აჩვენოს მზადყოფნა,  გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.

The Times-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც ცენტრალური რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდება, ეკუთვნის რუსეთის არმიის მე-12 მთავარ დირექტორატს, რომელიც მართავს ცენტრალური ბირთვული იარაღის შესანახ ობიექტებს.

პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსის, კონრად მუზიკას განცხადებით, აღნიშნული მატარებელი პასუხისმგებელია ბირთვულ იარაღზე, მის შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და შესაბამისი დანაყოფებისთვის გაცემაზე.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics