|
2022-09-18 16:06:46, 966 ნახვა
მსოფლიო
პელოსი - კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმას
კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების საჭირო პერსპექტივებს,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა. პელოსის თქმით, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის კონგრესის ვალდებულებები, იმუშაოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის საკითხებზე სომხეთსა და რეგიონში. „ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყურადღებას ვამახვილებთ უსაფრთხოებაზე. შეხვედრა მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, ჩვენი დელეგაცია კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს. შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნას და მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველ და მდგრად გადაწყვეტას. მანამდე გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით“,- განაცხადა პელოსიმ. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)