|
2022-09-14 18:06:43, 1045 ნახვა
მსოფლიო
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობს. ინიციატივა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგის შედეგად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას 250-ის ნაცვლად 470-მდე სერვისს იუსტიციის სახლის ჩვეული სტანდარტით შესთავაზებენ. „იუსტიციის სამინისტროს მიზანია, 2024 წლისთვის აღარ დარჩეს არცერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არ იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სახლი. სწორედ ამ მიზნით ამჟამად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის ხაშურის, ზესტაფონის, სუფსის, თერჯოლის, სამტრედიის და ახმეტის ფილიალების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2022-23 წლებში. მომავალ წელს დაიწყება იუსტიციის სახლის მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, წალენჯიხის, ზოტის, ტოლების, შროშის, ცაიშის, დიდი დიღმისა და გლდანის ფილიალების მშენებლობა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების როგორც ინფრასტრუქტურული განახლება, ისე იუსტიციის სახლების სერვისების გათანაბრების პროცესი და თანამშრომელთა გადამზადება. რებრენდინგის პროცესის დასრულების შემდეგ მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტი დაინერგება", − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ. საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 88 საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს და პროცესი ახალი წლისთვის დასრულდება. კაჭრეთის საზოგადოებრივი ცენტრი პირველია, რომელმაც ოპერირება იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ უკვე დაიწყო. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონსა და დედაქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 იუსტიციის სახლი, 88 საზოგადოებრივი ცენტრი და 6 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)