01:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 14:57:39, 969 ნახვა

მსოფლიო
BBC - პუტინმა მსოფლიო პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 300 მილიონი დოლარი დახარჯა

პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნებისადაპოლიტიკოსების სია, თუმცა ოთხ კონტინენტს მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ „აისბერგის ზედა ნაწილია“ და სავარაუდოდ რუსეთი საიდუმლოდ ახორციელებდა დამატებითი თანხების გადარიცხვებსაც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის სახელი არ სახელდება, აღნიშნა, რომ ამჟამად დაზვერვის სამსახური ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთი საიდუმლო დაფინანსებას ახორციელებდა.

„რუსეთმა დაახლოებით 500 ათასი დოლარი დახარჯა ალბანეთში ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის დასაფინანსებლად 2017 წელს და ასევე აფინანსებდა პარტიებს ბოსნიაში, მონტენეგროსა და მადაგასკარში. გარდა ამისა, კრემლი ბრიუსელს იყენებდა სხვადასხვა ფონდის შესაქმნელად, საიდანაც ახდენდა ულტრამემარჯვენე კანდიდატების მხარდაჭერას. ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ფიქტიური კომპანიები გამოიყენებოდა ევროპული პარტიების დასაფინანსებლად და სხვადასხვა ქვეყანაში გავლენის მოსაპოვებლად“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.

რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics