01:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 11:02:56, 1214 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო შეტევის განახლებაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო შეტევის განახლებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარე განცხადებას ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთი 13 და14 სექრტემბრის ღამით და 14 სექტემბრის დილით, მათ პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხებითა და არტილერიით უხსნიდნენ ცეცხლს ლაჩინისა და ქალბაჯარის მიმართულებით.

აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.

„13-14 სექტემბრის ღამით ვითარება კვლავ დაძაბული იყო და აზერბაიჯანი ჯერმუქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებით ახორციელებდა თავდასხმებს.14 სექტემბერს, 08:00-ზე მოწინააღმდეგედ დაიწყო არტილერიის, ქვემეხებისა და მაღალი კალიბრის იარაღის გამოყენება ჯერმუქისა და ვერინ-შორჟას მიმართულებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 49, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics