01:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 23:17:11, 1277 ნახვა

მსოფლიო
დაბომბვის გამო სოტკის მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებულია

მოსახლეობის უმეტესობამ დღეს დაბომბვის გამო დატოვა გეღარქუნიკის რაიონის საზღვრისპირა სოფელი სოთკი, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა, - აცხადებენ ადგილობრივები. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია სახლების ნაწილი, ერთი სახლი მთლიანად დაიწვა.

„კავკასიური კვანძი“ იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, განაცხადა დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა. სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაბომბვა ხდება, უპასუხა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ძალაშია ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (მოსკოვის დროით 08:00 საათიდან), განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საზღვარზე დაბომბვის ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლის მცდელობებს სოფლების სოტკის, ნერკინის და ვერინ შორჟას, არტანიშის მიმართულებით, განაცხადა დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics