02:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 12:05:31, 1226 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში „ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების“ მიზნით სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსში "ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად" სამხედრო წვრთნები  დაიწყო . წვრთნების მიზანი  არმიის მიერ რეგიონების სავარაუდო დეოკუპაცია, ჯარების საჰაერო მხარდაჭერა, DRG-ის წინააღმდეგ ბრძოლა და საომარი მდგომარეობის რეჟიმის დაცვაა.

წვრთნები ბრესტსკის პოლიგონზე, მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში ჩატარდება. სწავლების ფარგლებში მთავარი ამოცანაა „მოწინააღმდეგის მიერ დროებით ხელში ჩაგდებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად საბრძოლო (სპეციალური) მოქმედებების ჩატარების სიმულაცია.“

„8 სექტემბერს, შეიარაღებული ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, დაიწყო ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო წვრთნები შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით. წვრთნები14 სექტემბრამდე გაგრძელდება", - ნათქვამია  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

 წვრთნების ამოცანების სიაში შედის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის აღდგენა ჯგუფების პასუხისმგებლობის ზონებში, ჯარების საჰაერო მხარდაჭერა, საომარი მდგომარეობის რეჟიმის უზრუნველყოფა და მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინის საზღვარზე ბელარუსის, რუსეთისა და CSTO-ს ქვეყნების ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილის ალექსეი გრომოვის თქმით, „გასათავისუფლებელი ტერიტორიები“ შესაძლოა უკრაინის სახელმწიფოს სამ რეგიონს გულისხმობს - ვოლინი,რივნე და ჟიტომირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics