02:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 13:46:05, 1145 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ელექტროენერგიის გათიშვის და სამოქალაქო არეულობის საფრთხე არსებობს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და ზამთარი სამხედრო ალიანსის წევრებისთვის გამოცდა იქნება.

როგორც სტოლტენბერგმა Financial Times- თან საუბარში განმარტა არსებობს ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საფრთხე.

"უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და რთული იქნება. უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის, და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ, რთულია. ეს ჩვენი ერთობისა და სოლიდარობისთვოს  სერიოზულად გამოცდა იქნება, რადგან ოჯახები და ბიზნესი  ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდას და რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ცხოვრების ხარჯებს გრძნობენ“, - წერს სტოლტენბერგი.

მან დასძინა, რომ "უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და დავრჩეთ ჩვენს გზაზე - წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას".

"თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics