03:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-04 17:17:11, 1857 ნახვა

მსოფლიო
კრამერი - ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი მნიშვნელოვანია - ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო

ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ  ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

„ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა დევიდ კრამერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics