03:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-04 11:48:55, 1253 ნახვა

მსოფლიო
კირბი - ომზე პასუხისმგებლობა პუტინს და მის რეჟიმს ეკისრება, რუსი ხალხი არ უნდა დაისაჯოს

შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნების გეგმებს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ტელეარხ Dozhd- თან  ინტერვიუში განაცხადა .

მისივე თქმით, უკრაინაში  დაწყებულ უმიზეზო ომში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვაა. კირბის მოსაზრებით "თავად რუსები  არ უნდა დაზარალდნენ ომის შედეგად."

" ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები ცალკეული პირებისთვის.  ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც  პუტინისთვის და მისი რეჟიმის მხარდამჭერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელს შეუწყობს. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ პუტინის ქმედებებზე ყველა რუსისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არაპროდუქტიული ღონისძიებაა,"- განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ  რუსებისთვის ვიზების გამარტივებული გაცემის გაუქმებაზე. ამავდროულად, ისინი ვერ შეთანხმდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე. ამის შემდეგ ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა განაცხადეს, რომ განიხილავენ ევროპული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვის დაწესებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics