|
2022-09-02 18:02:38, 1024 ნახვა
მსოფლიო
G7-ის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რუსული ნავთობის ფასზე შეზღუდვების დაწესებას
G7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსული ნავთობის ფასზე შეზღუდვების დაწესებას. „ჩვენ შევზღუდავთ პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს თავისი ომი ნავთობის ექსპორტთან იმით, რომ ავკრძალოთ ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა დაზღვევა და დაფინანსება გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი გადაჰყავთ შეთანხმებულ ფასზე მეტი,“ - თქვა ბრიტანეთის კანცლერმა ნადიმ ზაჰამ. მისი თქმით, G7 ქვეყნები ერთიანები არიან რუსული „ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. Financial Times- ის ცნობით , G7 ქვეყნების მიერ დამტკიცებული ლიმიტი ევროკავშირის ემბარგოს პირობების შესაბამისად იმოქმედებს. გამოცემის წყაროების ცნობით, 5 დეკემბრიდან იგეგმება ნავთობის ფასების შეზღუდვა, ხოლო მომავალი წლის 5 თებერვლიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე. ფასის ლიმიტს მხარს უჭერს ევროკომისია, მაგრამ ამისთვის ეფექტური იქნება მესამე ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც ყიდულობენ რუსეთის ნავთობის დიდ რაოდენობას, როგორიცაა ინდოეთი. „ფასის ზღვარი უზრუნველყოფს, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია მიიღოს ყველაზე დაბალი ფასი, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, - თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა, სანქციების კოორდინატორმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ენერგორესურსების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ომის დაწყების შემდეგ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლური სანქციების სერია მოჰყვა. უკრაინის პარტნიორების ძალისხმევის მიუხედავად, ფასების ზრდამ კრემლს ექსპორტიდან სუპერმოგება მოუტანა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)