04:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 13:38:15, 1064 ნახვა

მსოფლიო
ნიკოპოლის სამხედრო ადმინისტრაცია - რუსეთმა ენერგოდარი IAEA-ს ჯგუფის ვიზიტამდე პროვიკაციის მიზნით დაბომბა

რუსეთმა დღეს ცეცხლი გაუხსნა ენერგოდარს, სადაც IAEA-ს მისია უნდა ჩავიდეს, დაზიანდა ენერგოდარის საკრებულოს შენობა,- ამის შესახებ ნიკოპოლის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ევტუშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, დაბომბვის მიზანია IAEA-სთვის შესაბამისი სურათის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც მისიის წარმომადგენლებს აცნობებენ ნიკოპოლიდან ქალაქის სავარაუდო დაბომბვას. 

„გახსოვს შორტებში ჯვარცმული ბიჭი? ეს იგივე, მხოლოდ ახლა ცდილობენ ენერგოდარის მოსახლეობას „ტრუსები“ ჩააცვან. პროვოკაციებით შექმნილი ვითარება სახიფათოა, რადგან ნებისმიერ მომენტში რუსებს შეუძლიათ ჰაუბიცების შემობრუნება ჩვენს მიმართულებით. იყავით ფრთხილად და, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდეთ ღია დარბაზებს”,- წერს ევტუშენკო.

ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში გუშინ ჩაფრინდა. 

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ.

სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.

მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.

ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.

დღეს, 31 აგვისტოს კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა, სადაც უნდა შეაფასოს სიტუაცია და შექმნას მუდმივი მისია. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ მისიას სამუშაოდ 1 დღე აძლევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics