04:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 13:59:49, 1293 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია

დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუჰო და სუსი კონტროლქვეშ აიღო. 

"დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!" , - წერს ალიევი Twitter-ზე. 

ლაჩინის კორიდორი გახლავთ სომხეთსა და მთიან ყარააბღს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი და რომელზედაც დღემდე კონტროლს რუსულ-სომხური სამხედრო ნაწილები ახორციელებდნენ.

თუმცა, დაახლოებით 1 თვის წინ, აზერბაიჯანელთა ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებისა და შემდგომ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის ჩატარების ფონზე, რითაც ბაქომ მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყბება დაანონსა, რუსულ-სომხური მხარე იძულებული გახდა, რომ შეესრულებინათ ყარაბაღის მე-2 ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და დაგვიანებით, თუმცა მაინც გადასცეს სრული კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, ქ.ლაჩინზე და მიმდიბარე სტრატეგიულ დასახლებებებზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს.

ლაჩინის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რომელთაც არ სრუდათ აზერბაიჯანის კონტროლში მოქცევა, მიეცა ვადა,რათა დაეტოვებინათ აზერბაიჯანული ტერიტორია, იმ გზით, რომელიც აზერაიჯანულმა მხარმ დააგო და რომლის დაგების პროცედურები, სამშვიდობო ხელშეკრულების გათვალისწინებით, გაცილებით ადრე სომხურ მხარეს უნდა ეზრუნველყო.
შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის ის ნაწილი, რომელიც ახლა კვლავ რჩება რუსულ-სეპარატისტული ძალების კონტროლში, მოწყდა სომხეთთან სახმელეთო საზღვარს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, 
თუნდაც იძულებით და ომის დასრულებიდან მე-5 წლისთავზე, ხელმოწერილი პირობის მიხედვით, თუ კი აღარ მოისურვებს რუსი სამშვიდობოების დარჩენას ადგილზე აზერბაიჯანული მხარე, აზერბაიჯანი სრულ კონტროლს დაიბრუნებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე (ხანკენდი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics