04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 10:08:35, 999 ნახვა

მსოფლიო
ისტორიაში პირველად, ევროპაში გაზის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეშვიდე თვეში, ევროპაში გაზის ფასი 24 აგვისტოს აუქციონზე 3200 დოლარს მიუახლოვდა. ამის შესახებ ნათქვამია  ICE ბირჟის მონაცემებში.

ეს არის დაკვირვების მთელი დროის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი.

გაზის კონტრაქტები TTF (ნიდერლანდები) ჰაბზე სექტემბრის მიწოდებისთვის ადგენს მაქსიმუმ 302,995 ევროს მეგავატ/სთ-ზე, ანუ $3,196,6 ათას კუბურ მეტრზე. მაქსიმუმზე ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, კოტირებები დაეცა 290 ევრომდე მეგავატსთში ან 3060 დოლარამდე ათას კუბურ მეტრზე.

ცნობისთვის, ივნისში რუსეთმა  ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების მოცულობა თითქმის გაანახევრა. 

ივნისის შუა რიცხვებში რუსეთმა Nord Stream 1 გაზსადენის გამტარუნარიანობა 40%-ით შეამცირა, ტექნიკის პრობლემების მოტივით.

გარდა ამისა, ივნისის შუა რიცხვებში გაზსადენი „თურქული ნაკადი“, რომელიც, სავარაუდოდ შეკეთებას საჭიროებდა, ერთი კვირა არ მუშაობდა.

2022 წლის 17 აგვისტოს  მდგომარეობით ევროპაში გაზის ფასი  მიუახლოვდა ისტორიულ მაქსიმუმს და მიაღწია თითქმის 2,5 ათას დოლარს ათას კუბურ მეტრზე რუსული „გაზპრომის“ მიერ მიწოდების ხელოვნური შემცირების გამო.

19 აგვისტოს  მდგომარეობით ევროპაში გაზის ფასი წლის ამ პერიოდში ჩვეულებრივზე 11-ჯერ გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics