06:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 16:37:48, 1284 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია მასსა და პუტინს შორის შეხვედრა უზრუნველვყოთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრა შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დიპლომატიური წვლილი შეიტანოს, ამიტომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია.

„ ბატონ ზელენსკისთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტი. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ეს განვუცხადე ბატონ პუტინს სოჭში შეხვედრის დროს. მე შევახსენე ბატონ ზელენსკის, რომ შეგვიძლია მათ შორის შეხვედრა უზრუნველვყოთ",- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 აგვისოტოს ლვოვში ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა. 

ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აიღოს პასუხისმგებლობა დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics