2022-08-16 10:41:34, 878 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა „გმირი დედის“ საპატიო წოდება დააარსა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ გმირი დედის“ წოდების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
წოდება მიენიჭებათ დედებს რომლებმაც ათი ან მეტი შვილი გააჩინეს და აღზარდეს . დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, "გმირ დედას" ერთჯერადი პრემიის სახით 1 მილიონი რუბლი გადაეცემა. წინაპირობაა, რომ დედა და შვილებირუსეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ .
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ "მშობლის დიდების" წოდების მინიჭებისას, რომელიც ოთხი ან მეტი ბავშვის აღზრდისთვის გაიცემა, ერთ-ერთ მშობელს 200 ათასი რუბლი ეძლევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,