07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 10:21:43, 1225 ნახვა

მსოფლიო
42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

საქართველო, 42 ქვეყანასთან ერთად რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 
 
ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

"  მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა  პერსონალი ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მომუშავე პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან პირობების გარეშე. ეს ასევე საშუალებას მისცემს IAEA-ს, განახორციელოს მისი შემოწმება უკრაინის გარანტიების ვალდებულებების შესაბამისად უსაფრთხო პირობებში და დროულად,"- ვკითხულობთ განცხდებაში.

საქართველოს წარმომადგებლებთან ერთად, განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები აწერენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics