07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 13:22:34, 1383 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საგარეო - ვმუშაობთ კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც რუსებისთვის ვიზების გაცემას აკრძალავს

უკრაინამ , ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა და ჩეხეთმა. მოუწოდეს ევროკავშირს შეზღუდოს ან დაბლოკოს შენგენის მოკლევადიანი ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო .

ახლა პოლონეთი ასევე განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთის ტურისტული ვიზების შეზღუდვას.

”პოლონეთი მუშაობს კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსებისთვის ვიზების გაცემის დაბლოკვას”, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავრზიკმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს  და დასძინა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში მიიღება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო მოწოდებები სავიზო შეზღუდვის შესახებ და თქვა, რომ რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვა „ძნელი წარმოსადგენია.“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ საკითხს  ამ თვეში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ, თუმცა  ნებისმიერი ასეთი პოლიტიკის განსახორციელებლად, ბლოკის 27 წევრის საყოველთაო თანხმობა იქნება საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics