10:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 16:59:14, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის ხელისუფლება ცინიკური და სახიფათოა, მათ შეუძლიათ ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება

თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

„თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics