08:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 11:05:15, 949 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა  და მაისში დაწესებული მაქსიმალური ანტიეპიდემიური ზომების გაუქმება ბრძანა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩენმა, ვირუსის გავრცელებაში სამხრეთ კორეა დაადანაშაულა. იგი ამბობს, რომ მის ძმას ციებ-ცხელების ნიშნები ჰქონდა და მძიმედ იყო ავად. ეს ეჭვს აჩენს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც ჰქონოდა.

კიმ იო ჩენის თქმით, რომელიც ქვეყანაში გავლენიანი მაღალჩინოსანია, ფხენიანი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.სეული ბრალდებებს უარყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს.

„ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს ფოლადის ძლიერი ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე“,- ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მოხსენებაში. 

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რომ ავტორიტარულმა ჩრდილოეთმაპანდემია სოციალური კონტროლის გასამკაცრებლად გამოიყენა და  გამარჯვების გამოცხადება შეიძლება  ვაჭრობის აღდგენისთვის გახდა საჭირო, რომელიც საზღვრების ჩაკეტვით და სხვა შეზღუდვებით იყო შეზღუდული.დამკვირვებლებმა ასევე განმარტეს, რომ ამ განცხადებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ჩრდილოეთს 2017 წლის შემდეგ პირველად ბირთვული იარაღის გამოცდის ჩასატარებლად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics