10:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 21:01:03, 1525 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - EU-ს ახალი სანქციების პაკეტში, პრიორიტეტული მიზანი რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვაა

სსრკ-ს ნამდვილი რეზიდენტი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, EU-ს ახალი სანქციების პაკეტში, პრიორიტეტული მიზანი რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვაა.

„სსრკ-ს ნამდვილი რეზიდენტი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს ნაფტალინის საბჭოთა კავშირის აღდგენაში მათ საზღვრებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics