08:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 17:53:14, 1227 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს სოჭში ხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ედოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად სოჭში ჩავიდა.

კრემლის ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და სამხედრო სიტუაციებს სირიასა და უკრაინაში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტია, რაც სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ასევე, კრემლში არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დადგეს ვითარება მთიან ყარაბაღშიც, სადაც ბოლო დღეებში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაძაბულობა მწვავდება.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სიტუაციის „ გადაწყვეტისთვის“, რაც მიღწეული იქნა რუსეთისა და უკრაინის მიერ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებით.

„მიწოდება უკვე დაწყებულია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ამისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამავდროულად მიღებულ იქნა პაკეტის გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უწყვეტი მიწოდების შესახებ“, - განუცხადა პუტინმა ერდოღანს.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები თურქეთის მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თურქული ნაკადი, ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, შეუფერხებლად მუშაობს. გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. 

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ახალ გვერდს გახსნიან ორმხრივ ურთიერთობებში. ქვეყნები ასევე განიხილავენ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების პროექტს.

ორი პრეზიდენტის შეხვედრა სოჭში მიმდინარეობ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics