|
2022-08-04 14:19:53, 863 ნახვა
მსოფლიო
ტაივანის საგარეო - არანორმალური სცენარის განვითარების შემთხვევაში, დაუყონებლივ ვიმოქმედებთ
ტაივანი გააძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მჭიდრო კავშირს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, რათა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და რეგიონის უსაფრთხოება,- ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჯოან ოუმ განაცხადა. მისი თქმით, მტრული ძალების მიერ არანორმალური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ტაივანი იმოქმედებს დაუყონებლივ და შესაბამისად. „ჩინეთმა გამოაცხადა მიზანმიმართული სამხედრო წვრთნები ტაივანის მიმდებარე ზონებში, რომელიც რამოდენიმე დღე გაგრძელდება. ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო მტკიცეა ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ აქტიურად გავაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ ასევე შევინარჩუნებთ ახლო კავშირს ერთნაირი შეხედულების მქონე ქვეყნებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები",- განაცხადა ჯოან ოუმ. შეგახსენებთ, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომლებიც 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. წვრთნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაიპეიში ჩავიდა. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი დეპუტატი, რომელიც ეწვია თვითმართველ დემოკრატიულ კუნძულს ბოლო 25 წლის განმავლობაში. მისი ვიზიტი მოხდა პეკინის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე, რომ შესაძლოა მოჰყოლოდა სამხედრო პასუხი, თუ პელოსი ეწვეოდა ტაივანს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)