09:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 15:01:36, 1047 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ დახმარების პირველი ტრანში ევროკავშირისგან მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან დახმარების პირველი 500 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ტრანშის მიღებას ხვალ ელოდებიან.

„ევროკავშირმა უკრაინას გამოუგზავნა 1 მილიარდი ევრო განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარება. პირველი ტრანში 500 მილიონი ევრო უკვე ჩაირიცხა ანგარიშზე. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე ტრანში ხვალ ჩაირიცხება", - წერს შმიგალი.

მთავრობის მეთაურმა ასევე  აღნიშნა, რომ 1 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდაჭერის დიდი პაკეტის ნაწილია ომის ფინანსური შედეგების დასაძლევად.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის სახით 1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 8,8 მილიარდი ევროს პაკეტზე, ამიტომ ბრიუსელმა შესთავაზა 1 მილიარდი ევროს გამოყოფა სწრაფი ფინანსური დახმარების სახით.

ამასთან, უკრაინა ასევე აპირებს დადოს ხელშეკრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15-20 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამაზე წლის ბოლომდე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics