09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 10:21:09, 970 ნახვა

მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ენტონი ბლინკენს ლავროვთან საუბარი სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ომის დაწყების შემდეგ პირველად, სურს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან საუბარი,- აღნიშნულის შესახებ ბლინკენმა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ლავროვთან განიხილავს ორ ძირითად თემას: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხსა და თავისუფლება აღკვეთილი ადამიანების შესაძლო გაცვლას.

გარდა ამისა, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება).

ამასთან, რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზად იყო ამერიკელების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაეთავისუფლებინა, რომელიც 2012 წლიდან 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics