09:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 15:28:12, 1193 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - პუტინის მიმართ დასავლეთის მიდგომა პოლიტიკოსის ქცევას არ შეესაბამება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აკრიტიკებს  დასავლეთის პოზიციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიმართ.

ერდოღანმა დადებითად შეაფასა თეირანის სამიტზე   პუტინთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს, განსხვავებით დასავლელი ლიდერებისა, რომლებიც,  „პუტინს პოლიტიკოსებისთვის შესაბამისად არ ექცევიან“.

"ჩვენი შეხვედრა პუტინთან მართლაც განსხვავებული იყო. იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ პუტინ-ზელენსკის ურთიერთობაში.  არავის არ ვუყურებთ მტრის თვალით. ჩვენ ყველას ვუყურებთ მეგობრის თვალით.  გარდა ამისა, პუტინთან, დასავლური მიდგომა, არ არის მიდგომა, რომელიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ, რა თქმა უნდა, თუ მას ასე დაელაპარაკებიან   როგორ დეალაპარაკება პუტინი მათ?,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან ორმხრივი ინტერესების საფუძველზე და განვავითაროთ ისინი სხვადასხვა სფეროებში. სწორედ ამიტომ, ასტანას სამიტის ფარგლებში, პუტინთან დეტალურად განვიხილეთ სირიის კონფლიქტის სხვადასხვა ასპექტები. მე ვხედავ პროცესის გაგრძელებას და ჩვენს შორის კოორდინაციას,“- განაცხადა ერდოღანმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics