|
2022-07-21 13:44:46, 930 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი გადადგა - კოალიციის გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა
მარიო დრაგიმ დაადასტურა იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მას შემდეგ, რაც მისი ფართო კოალიციის გადარჩენის მცდელობა ჩაიშალა - სამმა მთავარმა პარტიამ ნდობის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დრაგის გადადგომას ხელი მოაწერა. ამ მოვლენამ გზა გაუხსნა ვადამდელი არჩევნებს, რომელიც შეიძლება სექტემბრის ბოლოს ჩატარდეს. საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა დირექტორმა სცადა გაეგრძელებინა თავისი მმართველობა იმ პირობით, რომ მისი ალიანსი „აღადგენდა ნდობის პაქტს“. პოლიტიკური კრიზისი გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც სენატში კენჭისყრას სამთავრობო კოალიციის სამი მნიშვნელოვანი პარტია – მატეო სალვინის მემარჯვენე კონსერვატიული პარტია ჩრდილოეთის ლიგა (Lega Nord), სილვიო ბერლუსკონის ცენტრისტულ მემარჯვენე პარტია წინ იტალია (Forza Italia) და ჯუზეპე კონტეს პოპულისტური პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა (Movimento 5 Stelle) გაემიჯნა. M5S-მა ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას 26 მილიარდი ევროს (22 მილიარდი ფუნტის პაკეტის) შესახებ, რომელიც შექმნილია იტალიელებისთვის ინფლაციისა და ენერგიის ხარჯების დაძლევის მიზნით, იმის მტკიცებით, რომ ეს არასაკმარისი იყო. მხარე ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ პაკეტი შეიცავს დებულებას რომში ნარჩენების დაწვის უზარმაზარი ქარხნის აშენების შესახებ. დრაგიმ გადადგომა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ მას თანამდებობაზე დარჩენისკენ მსოფლიო ლიდერებმა მოუწოდეს, რომლებიც მას ფუნდამენტურად მიიჩნევენ არა მხოლოდ იტალიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ როგორც პარტნიორად რუსეთის ომის გამოწვევების წინაშე უკრაინაში. მისი წასვლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს, რომელიც შეიძლება ჩატარდეს 25 სექტემბერს ან 2 ოქტომბერს. შესაძლებელია, რომ მატარელამ დრაგის სთხოვოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დარჩეს არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, კოალიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობენ იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიები ლიგასა და Forza Italia-ს ჩათვლით, შეიძლება უმრავლესობა მოიპოვოს.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)