13:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 10:33:44, 962 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ვერავინ შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ძალის უკანონო გამოყენება „ნორმალიზებულია“

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესია არ არის მხოლოდ ომი, რომელიც ეხება ევროპას. ეს არის უდიდესი სიმძიმის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის წინაშეც ვერავინ იქნება ნეიტრალური,- ამის  შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა.

G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნის შეხვედრაზე ბორელმა თქვა, რომ მრავალმხრივი ურთიერთობების სისტემა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს განსაკუთრებით სერიოზულ კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული საშინელი ომის შემდეგ. ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას.

„ვერავინ შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ძალის უკანონო გამოყენება „ნორმალიზებულია”. მე მოვუწოდებ ყველას, დაეხმარონ ომის დასრულებას, აღადგინონ უკრაინის სუვერენიტეტი და უზრუნველყონ გლობალური შედეგების შეკავება", - დასძინა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთს გამოიყენოს G20, როგორც საკუთარი პროპაგანდისტული პლატფორმა და უარყო კრემლის ნებისმიერი მცდელობა საზოგადოების დეზინფორმაციისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics