13:36 - 04 May, 2026
|
2022-07-08 10:17:49, 932 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და ორჯერ ესროლეს
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე თავს დაესხნენ და ორჯერ ესროლეს. მედიის ცნობით, აბე ზურგის არეში დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. აბე სიტყვით გამოდიოდა ქალაქ ნარაში, როდესაც თავდასხმა მოხდა - თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით. ."ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე ნარაში ესროლეს. ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ იყო მსროლელი, დააკავეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის აბეს მდგომარეობა ამჟამად უცნობია." ამის შესახებ ჟურნალისტებს კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განუცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)