13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 13:28:05, 1166 ნახვა

მსოფლიო
22 ადამიანი, რომელიც ლიბიის სანაპიროებთან ავარიულ გემზე იყვნენ ჩარჩენილი, გაუწყლოებისგან გარდაიცვალნენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროებთან ნავის კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.

უწყების ცნობით, დაღუპული ადამიანები იყვნენ იმ 83-კაციანი ჯგუფის ნაწილი, რომლებიც 22 ივნისიდან ავარიულ ხომალდზე იყვნენ ჩარჩენილი.

სამინისტრომ და გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განაცხადეს, რომ 61 ადამიანი გადაარჩინეს ლიბიის სანაპირო დაცვის დახმარებით.

IOM-ის სპიკერმა, საფა მსჰლიმ განაცხადა, რომ 22 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი იყო დახრჩობა და გაუწყლოება.

"დარჩენილი მიგრანტები გადაიყვანეს ალ-მაიას დაკავების ცენტრში, ლიბიაში", თქვა მან.

ცნობისთვის, გასულ კვირას, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, როდესაც დაახლოებით 2000 ადამიანი ცდილობდა გადასულიყო ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავში. უფლებადამცველმა ჯგუფებმა მაროკოსა და ესპანეთში მოითხოვეს ინციდენტის "ყოვლისმომცველი" გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics