13:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:35:07, 1204 ნახვა

მსოფლიო
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს, საბოლოო რატიფიკაციას ერთი წელი დასჭირდება

ნატო-ს 30-მა მოკავშირემ მოაწერა ხელი ფინეთისა და შვედეთს გაწევრიანების ოქმს, რათა მათ შეეძლოთ შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც მოკავშირე პარლამენტები დაადასტურებენ გადაწყვეტილებას.

 სკანდანივაიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ. 

„ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია,მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით კიდევ უფრო ძლიერები."-  განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.

პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნატო- ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ ქვეყნები ჯერ  არ იქნებიან დაცულნი ნატო-ს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე.

საბოლოო რატიფიკაციის პროცესს სავარაუდოდ, ერთ წელი დასჭირდება.

"გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა იწყება თითოეული მოკავშირის მიერ რატიფიცირების პროცესი", - დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ Twitter-ზე. ”მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - თქვა მან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics