13:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 10:11:09, 1180 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ყოველთვიური მოცულობა 1991 წლიდან პირველად შემცირდა. ივნისში მან 1,25 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების პასუხისმგებელი სამსახური ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაზპრომმა გრძელვადიანი კონტრაქტით კუთვნილი სიმძლავრის მხოლოდ 38% (3,29 მილიარდი კუბური მეტრი) გამოიყენა.

„გაზპრომის“ მანიპულაციური ქმედებების შედეგად ივნისის დასაწყისიდან ევროპაში გაზის ფასი თითქმის 42%-ით გაიზარდა, კრემლი აგრესიას იყენებს არა მხოლოდ სამხედრო განზომილებაში: ამის მაგალითია ევროპაში გათბობის სეზონის ჩაშლის მცდელობები. ნამდვილი ჰიბრიდული ომის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის GTS ინფორმაციით, გაზპრომი არ აგრძელებს დაჯავშნილი და ფასიანი სიმძლავრის გამოყენებას, რაც შეადგენს 77,2 მილიონ კუბურ მეტრს დღეში. ასევე, რუსმა მონოპოლისტმა არ ისარგებლა GIS "სოხანოვკას" სიმძლავრეების გადაცემის შესაძლებლობით და არ მონაწილეობს სიმძლავრის დაჯავშნის აუქციონებში.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გაზსადენზე ტრანზიტის შეზღუდვასთან ერთად, ეს იწვევს ევროკავშირის გაზის ბაზრის „დაწურვას“ და ფასების ზრდას“, - ვკითულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტმა აშშ-დან ევროპის ქვეყნებში ისტორიაში პირველად გადააჭარბა რუსეთიდან მიწოდებას. ეს მოხდა „გაზპრომის“ გადაწყვეტილების გამო, რომ შეემცირებინა ექსპორტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics