13:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 11:32:01, 1219 ნახვა

მსოფლიო
პუტინი კრემენჩუკზე - ჩვენ არ ვბომბავთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსეთი დგას კრემენჩუკში, ცენტრალური უკრაინის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის უკან, რომლის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დაიჭრა.

მისივე თქმით, რუსული არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს.

"რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები; და ჩვენი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს", - თქვა პუტინმა. აშხაბადში "კასპიის ხუთეულის" ლიდერების - რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის - შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, Telegram არხზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო  ძალებმა მაღალი სიზუსტის საჰაერო  იარაღით დარტყმა მიაყენეს  შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთულ საწყობებს.

„მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად, დასავლური წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც კონცენტრირებული იყო საწყობში შემდგომი გადაზიდვისთვის დონბასში უკრაინული ჯარების ჯგუფისთვის, განადგურდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics