14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:51:57, 1375 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, ის მეგობრებთან ერთად სეირნობდა, როდესაც პოლიცია მივიდა და ილია დააკავა.

„მეგობართან ილია იაშინთან ერთად ვისეირნეთ პარკში, ხამოვნიკში. პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა არავინ იცის სად", - წერს ირინა ბაბლოიანი თავის ტელეგრამაში .

ცოტა მოგვიანებით, იაშინის მეგობარმა განუცხადა OVD-Info-ს, რომ პოლიტიკოსი გადაიყვანეს ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში.

ადვიკატის ვადიმ პროხოროვის თქმით, პოლიციამ შეადგინა ოქმი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ.

„ლუჟნიკის პოლიციის სამმართველოში არ მაძლევენ დაკავებული ილია იაშინის ნახვის უფლებას. არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 ადმინისტრაციული მუხლის „დაუმორჩილებლობა. პოლიციელის კანონიერი ბრძანებაზე. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება - სამშაბათს, 28 ივნისს (ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლო)“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ილია იაშინი არის იმ რამდენიმე წამყვან რუსი ოპოზიციონერს  შორისაა, რომელიც რჩება ქვეყანაში დაღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ უკვე არაერთხელ დადგა რეპრესიების საფრთხის ქვეშ, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს მოსკოვის კრასნოსელსკის ოლქის ორ დეპუტატს რუსული არმიის შესახებ „გაყალბების“ შესახებ ბრალი წაუყენეს.

მარტის დასაწყისში დეპუტატთა საბჭომ მიიღო განცხადება „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასთან შეუთანხმებლობის შესახებ“. ამ საბჭოს წევრი იაშინი მოწმის სახით დაიკითხა.

20121 წლის ივლისში იაშინი მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა, თავისი გადაწყვეტილება კი კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალიტეტზე გაზრდილი ზეწოლით ახსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics