14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 13:58:08, 1132 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში ღამის კლუბში 21 ახალგაზრდა გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისთ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბში 21 ადამიანი გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სკოლის გამოცდების დასრულებას ზეიმობდნენ. ადგილობრივმა პოლიციის ცნობით, დაღუპულები 13-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ, მაგრამ მსხვერპლთა დეტალური სია ჯერ არ არის მომზადებული. 

ამ დრომდე უცნობია რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, სამართალდამცავებს ეჭვი სასმლით ინტოქსიკაციაზე აქვთ. 

ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. ცხედრები ექსპერტიზის ჩასატარებლად არის გადასვენებული.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ „უღრმესი მწუხარება“ გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

სამხრეთ აფრიკაში სასმელის კანონიერი მინიმალური ასაკი 18 წელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics