10:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 20:33:45, 1582 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელი ფერმერები მარცვლეულის ალტერნატიულ მყიდველებს ეძებენ

სანამ გაერო, ევროკავშირი, უკრაინა და რუსეთი განიხილავენ შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის პირობებს, ფერმერები ექსპორტის ალტერნატიულ გზებს ეძებენ. როგორც Anadolu იუწყება, ახალი მოსავლის მოლოდინში, გასული წლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით გადაჭედილი საწყობების დაცლას ცდილობენ.

"ომი რომ არა, ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გაეყიდათ. ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი მყიდველები ან ტრანსპორტირების ახალი გზები“, - განმარტავს ფერმერი მაქსიმ ვორობიოვი.

„გვინდა მოვწესრიგდეთ და ვიპოვოთ ლოგისტიკის სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარება, ან გავაერთიანოთ რამდენიმე მცირე ფერმა, ვიყიდოთ მანქანები, რათა ჩვენ თვითონ შევძლოთ ჩვენი პროდუქციის ტრანსპორტირება“.

სიტუაციის განვითარებას განსაკუთრებული დაძაბულობით უყურებენ ლიბიაში, ეგვიპტესა და ლიბანში - ამ ქვეყნებისთვის რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მომწოდებლები იყვნენ.

"ჩვენ ახლა დაახლოებით 40 ათასი ტონა ხორბალი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან ლიბანმა პორტში აფეთქების შემდეგ ეროვნული რეზერვები დაკარგა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, უკრაინასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ხორბლის შემდგომი მიწოდება ლიბანში გაგრძელდეს ყოველთვიურად." - აცხადებს ემინ სელამი ლიბანის ვაჭრობის მინისტრი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მხოლოდ ოდესის რეგიონის პორტებში 14 ქვეყნის დროშის ქვეშ მყოფი 39 გემი დაბლოკილია. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს სამოქალაქო საზღვაო ტრანსპორტის შეფერხებაში ადანაშაულებენ. კრემლი თანახმაა უზრუნველყოს გემების მარცვლეულით შეუფერხებელი გავლის გარანტიები, იმ პირობით, რომ უკრაინა გაასუფთავებს პორტებს ნაღმებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics