16:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 19:05:58, 1296 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვმუშაობთ, საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე

 ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ბუქარესტის სამიტის შემდეგ არ შეცვლილა. 

"შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. პარტნიორებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა, რადგან საქართველომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები 2008 წელს უკვე განიცადა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება"-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ბურჭულაძემ ოთხშაბათს პირველად მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში ნატო-ს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაში, სადაც განიხილეს სტრატეგიები და ინიციატივები, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული შეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში.საქართველო შეუერთდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწვევით, ბურჭულაძე ასევე აპირებს შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან ბრიუსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics