17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:35:29, 1493 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს?

ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს?,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის" პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ". – წერს მედვედევი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მედვედევმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  უკრაინა მოლაპარაკებებზე უარს დასავლეთის, ვაშინგტონისა და ბრიუსიელის ზეწოლის გამო ამბობს, ამიტომ შესაძლებელიასაბოლოოდ ეროვნული სუვერენიტეტიც კი დაკარგოს.

„რა საფრთხეს ქმნის? გასაგებია რასაც. სამწუხაროდ, ეს დაკავშირებულია მსხვერპლთანაც, ნგრევასთანაც და საბოლოო ჯამში უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს დამატებითი ტერიტორიები იმის შედეგად, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ეს – მოლაპარაკებაზე უარის თქმა – ემუქრება უკრაინას არსებითად ერთი რამით: ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თუ მათზე უარს იტყვიან, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ. არა კოკაინის, ან სხვა სტიმულატორების გავლენის ქვეშ, რომლებსაც იქ იყენებენ, არამედ ფხიზელ გონებაზე". – განაცხადა მედვედევმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics