17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 18:11:22, 1127 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს გახდება ცნობილი

17 ივნისს ევროკომისია გამოაქვეყნებს დასკვნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადაწყდება უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისართა საბჭო ახლა დებატებს ამზადებს და შესაბამისი სამსახურები დოკუმენტაციას ასრულებენ.

„პრესაში წავიკითხე, რომ კომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიას გუშინ არაფერი გადაუწყვეტია, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან თავიანთი აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა მამერმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ, ხოლო 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის და უკრაინასთვისვროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.

ამასთან 8 ივნისს  ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას , რომელიც  რეკომენდაციას უწევს ევროკავშირს, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისია ქვეყნების განაცხადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს, 17 ივნისს მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics