18:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:21:26, 1563 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გაეროს ტურისტული ორგანიზაციიდან რუსეთის გასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი.

„რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ფედერალური კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება„, ნათქვამია დოკუმენტში.

„რუსეთი რჩება საერთაშორისო ტურისტულ არენაზე. ჩვენ ღია ვართ ყველა ქვეყანასთან დიალოგისთვის და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. შიდა ტურიზმთან ერთად ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო ტურიზმის აქტიურ განვითარებას. რა თქმა უნდა ველოდებით სტუმრებს უცხო ქვეყნებიდან“,- წერს Telegram არხზე როსტურიზმის ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვა

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ UNWTO „დე ფაქტო მონოპოლიზებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რომლებიც მას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ“.

ამასთან გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში ქვეყნის მონაწილეობის შეჩერება დამღუპველ პრეცედენტს შექმნის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics