18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 15:37:03, 1201 ნახვა

მსოფლიო
სანქციების პაკეტიდან ბოლო მომენტში გამორიცხეს - ლიეტუვის საგარეო რუსეთის პატრიარქ კირილზე

პატრიარქი კირილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიხედვით, მასში უნდა მოხვედრილიყო თუმცა ის ბოლო მომენტში გამორიცხეს. პატრიარქმა შეზღუდვების თავიდან აცილება მოახერხა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური სანქციების სიიდან უკვე ფინალურ ეტაპზე, ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ამოიღეს.

„წარდგენილი იქნა აშკარა მტკიცებულებათა პაკეტი, რომელიც გამოყენებული იქნა სანქციების მეექვსე პაკეტის პროექტში პატრიარქ კირილისთვის. მტკიცებულებების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური კონსენსუსიც. ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არსებობდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვქონდა პოლიტიკური კონსენსუსი, შესაბამისად, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვცადოთ ეს”, - განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა უკვე არაერთხელ დაბლოკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ბუდაპეშტმა ასევე მოუწოდა, რომ პატრიარქი კირილი შეზღუდვების სიაში არ შეეყვანათ, თითქოს ეს „რელიგიური თავისუფლების საფრთხეს“ გამოიწვევდა.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოსეფ ბორელის თქმით, პუტინის ომის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი უნდა იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics