18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 14:58:45, 1121 ნახვა

მსოფლიო
პუტინი „რუსული მიწების დაბრუნების“ მცდელობის გამო საკუთარ თავს იმპერატორ პეტრე I-ს ადარებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავი მე-18 საუკუნის რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდს შეადარა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ისტორიული სწრაფვა რუსული მიწების დასაბრუნებლად. პრეზიდენტმა ეს განცხადება ომპერატორისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გააკეთა.

პუტინის გამოფენაზე ვიზიტამდე, სახელმწიფო ტელევიზიამ გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შეაქო პეტრე დიდი, როგორც მკაცრი სამხედრო ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებდა რუსეთის ტერიტორიას შვედეთისა და ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე მის მიერ აშენებული მოდერნიზებული არმიითა და საზღვაო ფლოტით

„როგორც ჩანს, ჩვენი წილიც არის, დავიბრუნოთ [რუსეთი] და გავაძლიეროთ [ქვეყანა]. და თუ ჩვენ გამოვალთ იქიდან, რომ ეს ძირითადი ფასეულობები ქმნიან ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას,"- განაცხადა პუტინმა.

რამდენიმეთვიანი უარყოფის შემდეგ, რომ რუსეთს უკრაინაში იმპერიული ამბიციები ამოძრავებს , პუტინმა, რუსეთის ამჟამინდელ სამხედრო მოქმედებები პეტრე I-ის მოღვაწეობასთან გააგივა.

”პეტრე დიდი აწარმოებდა ჩრდილოეთის დიდ ომს 21 წლის განმავლობაში. მან ის დაიბრუნა, რაც ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა," -აღნიშნა  რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს მეფისადმი მიძღვნილი გამოფენის მონახულების შემდეგ.

პუტინი, რომელიც უკვე 23-ე წელია ხელისუფლებაში იმყოფება, ცდილობს რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ისტორიული პარალელების წარმოდგენით გაამართლოს და ამტკიცებს, რომ უკრაინას არ აქვს რეალური ეროვნული იდენტობა ან სახელმწიფოებრიობის ტრადიცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics