18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 13:16:01, 1203 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - არცერთი სხვა ქვეყანა არ აწვდის უკრაინას იმ რაოდენობის იარაღს, რამდენსაც გერმანია

არცერთი სხვა ქვეყანა არ აწვდის უკრაინას იმ რაოდენობის იარაღს, რამდენსაც გერმანია,- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცი ლიტვას რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.

"გერმანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია. მსგავსი ინტენსივობით  უკრაინას იარაღს არავინ აწვდის. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასევე ბევრს აკეთებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ გერმანია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც თავის შესაძლებლობებს სრულად  იყენებს," -  განაცხადა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics