18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 12:31:19, 1238 ნახვა

მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი - რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაგვიჯდება

ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო სერბეთს  წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება,- განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ  ვუჩიჩმა.

ვუჩიჩმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთის მეზობლმა ქვეყნებმა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და ბელგრადში ჩასვლის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც ლავროვმა ვიზიტი გააუქმა. მისი თქმით, სერბეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, თუმცა, ამავდროულად, "რუსეთი სერბეთის ტრადიციული მეგობარია".

"რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებით, მათ ჩვენი ჯიბიდან 600 მილიონი დოლარი გააქრეს . 600 მილიონი დოლარი - უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან, წლიურად. სერბმა ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ერაყიდან იმპორტირებული  ნავთობი,31 დოლარით უფრო ძვირი ჯდება. მათ ჩვენგან 600 მილიონი აიღეს, ჩვენ კი გაზისთვის დამატებითი თანხის ინვესტირებაც გვიწევს". - განაცხადა ვუჩიჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics