19:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 16:58:22, 1330 ნახვა

მსოფლიო
დანიის საელჩომ რუსებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შეაჩერა

დანიამ შეაჩერა განაცხადების მიღება რუსეთის ფედერაციაში მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში დანიის საელჩო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი მხოლოდ ოფიციალურ ვიზიტებზეა დაშვებული.

„მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების მიღების აღდგენამდე პერიოდში განმცხადებლებს შეუძლიათ მიმართონ სხვა ქვეყნების სავიზო ცენტრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში დანიის საელჩოს ვებგვერდზე არ არის მითითებული ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების საბუთების მიღების შეჩერების მიზეზი. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დანიამ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, გადაწყვიტა მიბაძოს სხვა ქვეყნებს, კერძოდ, ლიტვას, ესტონეთს და ჩეხეთს, რომლებიც რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ომში მხარს აქიურად უჭერენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics