20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 18:35:53, 2218 ნახვა

მსოფლიო
კულება რუსეთის შანტაჟს პასუხობს - ჯერ უკრაინელი ბავშვების საფლავები მოინახულეთ

რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს უკრაინა და სხვა სახელმწიფოები სასურსათო კრიზისით, რომელიც პორტების ბლოკადის გამო მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება Twitter-ზე ავრცელებს.

მინისტრის თქმით, პოლიტიკოსები არ უნდა დაემორჩილონ აგრესორის პროვოკაციებს. ამასთან, რუსეთის განცხადებები უკრაინული საკვების ექსპორტის დერეფნის შესახებ არის მტკივნეული სანქციების გვერდის ავლის მცდელობა.

„ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი ან ოფიციალური პირი, რომელიც განიხილავს ამ თამაშის მიღებას, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და ისაუბროს მათ მშობლებთან”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი  უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტისთვის ჰუმანიტარული დერეფანი იმ შეთხვევაში გაიხსნება, თუ დასავლეთი სანქციებს გააუქმებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის ასეთი განცხადებები ადასტურებს სანქციების სერიოზულ გავლენას მის ეკონომიკაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics